რობოტ მტვერსასრუტებს ერთი მთავარი სისუსტე ყოველთვის ჰქონდათ: როგორც კი საქმე კიბეებს ან მაღალ ზღურბლს ეხებოდა, მათი დამოუკიდებლობა იქ მთავრდებოდა და საჭირო ხდებოდა ადამიანის ჩარევა. IFA 2026-ის გამოფენაზე Roborock-მა ეს პრობლემა ოფიციალურად წარსულს ჩააბარა და მსოფლიოში პირველი ისეთი რობოტი წარადგინა, რომელიც კიბეებზე თავად ადის.
ახალ მოდელს Saros Rover-ი ჰქვია. ინჟინრებმა მას ბორბლისა და ფეხის ჰიბრიდული არქიტექტურა (wheel-leg hybrid) მოარგეს. მოწყობილობის დამოუკიდებლად მოძრავი ფეხები კიბის საფეხურებს თავად აფიქსირებს და ზემოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადის. შედეგად, რობოტს რამდენიმე სართულის ავტონომიურად, ადამიანის დახმარების გარეშე დასუფთავება შეუძლია.
ტრადიციული 2D რუკების ნაცვლად, Saros Rover-ი 3D რუკებსა და მოძრაობის გაუმჯობესებულ სენსორებს იყენებს. ეს სისტემა სივრცეს ბევრად ზუსტად აღიქვამს, რაც მოწყობილობას რთულ დაბრკოლებებთან გამკლავებასა და კიბეზე უსაფრთხოდ მანევრირებაში ეხმარება. Roborock-ს Saros Rover-ის ფასი და გაყიდვაში ჩაშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.
IFA-ს მეცხრე პავილიონში, 111-ე სტენდზე, კომპანიამ Saros 20-ის სერიის სხვა ფლაგმანური მოდელებიც გამოფინა. ეს ხაზი Saros 20 Flow Complete-სა და Saros 20 Neo-ს აერთიანებს. ორივე მოდელი HyperForce-ის 36 000 Pa-იანი შეწოვის სიმძლავრით გამოირჩევა, რაც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
ამასთან, Saros 20 Flow Complete-ი SpiraFlow 2.0-ის ტექნოლოგიით წმენდს იატაკს, სადაც მოპინგის წნევა 15 N-ს, ხოლო ბრუნვის სიჩქარე წუთში 240 RPM-ს აღწევს. სადგურში დაბრუნებისას კი მისი გორგოლაჭები 100°C-იანი ცხელი წყლით ირეცხება. რობოტში ჩაშენებული RetractSense LiDAR-ი 300-ზე მეტი ტიპის ობიექტს ცნობს, რაც ოთახში მიმოფანტული ნივთების გვერდის ავლას კიდევ უფრო ამარტივებს.
რაც შეეხება Saros 20 Neo-ს, მისი კორპუსის სიმაღლე სულ რაღაც 7,95 სმ-ია, თუმცა AdaptiLift Chassis 3.0-ის წყალობით, მას 8,8 სმ-მდე სიმაღლის ზღურბლების გადალახვა შეუძლია. ერთი სრული დამუხტვით კი მ

